ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების” ყოფილი მინისტრი ხელისუფლებას უპირისპირდება – მიხეილ ჯანელიძე რუსულ კანონპროექტს აკრიტიკებს

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით< ამ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ ღიად დაუპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს.„როგორც დღეს "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკავშირდება ე.წ. უცხოელ აგენტებს. როგორც თვითონვე განმარტეს, ეს გულისხმობს პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღებას/დაშვებას. ნებისმიერ კანონში, მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ „ქართული ოცნება“ ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს“ , - წერს ჯანელიძე.

იტვირთბა....