ახალი ამბები მთავარი სამართალი

54 წლის პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 54 წლის პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
„ქუთაისი პოსტი“ დაზარალებულების მშობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფიზკულტურის მასწავლებელს სამი მოსწავლის – 6, 12 და 14 წლის გოგონების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.

იტვირთბა....