აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილს მაროკოს მეფე მუჰამედ VI საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მაროკოს მეფე მუჰამედ VI საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს  დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ და თქვენს ხალხს შემდგომი წინსვლა და კეთილდღეობა ვუსურვო.

მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, თუ რაოდენ ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

იტვირთბა....