ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის შენობებზე დროშები დაეშვა

102 წელი გავიდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან. 1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა.

ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზეც.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

იტვირთბა....