“დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა!” – ამის შესახებ ანალიტიკოსი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“დილა მშვიდობისა მეგობრებო! დღეს დილიდან კიტას შაბათობა გვაქვს და უკაცრავათაა ვაართ პაწა დაგვიანებისთვის!
ვიდრე #BუკაDეილიNიუსი ახალ ამბებს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ დღეს 25 თებერვალია, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე! რომ არა მოღალატე, ბოროტი და ბოგანო ბოლშევიკების შემოსევა, დღეს სულ სხვანაირი საქართველო იქნებოდა, განვითარებული, პროგრესული, ევროპული და დემოკრატიული!
საქართველოს საზოგადოების საუკეთესო ნაწილი – სამხედრო, ინტელექტუალური, ბიზნეს და შემოქმედებითი ელიტი გაანადგურა საბჭოთა რეჟიმმა, დახვრიტა, სისხლში ჩაახრჩო და ციხეებში წამებით ამოხოცა ჩვენი არის საუკეთესო შვილები! ვინც ბოროტების რეჟიმს გადაურჩა და უცხოეთში გადაიხვეწა, მათი უმეტესობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ვერ მოესწრო!
დღეს ბოროტების იმპერია ისევ გვიტევს! აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, კვლავაც გვებრძვიან მზაკვრულად და ვერაგულად – გარედანაც და ისევ შიგნიდან! გვებრძვიან, რომ ისევ გავუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი – დავმკვიდრდეთ ჩვენს ისტორიულად კუთვნილ ევროპულ ოჯახში და დავბრუნდეთ ისევ უკან – მასკოვიის ჭაობებში! არ გვაქვს ამის უფლება! ვერც თავს ვერ ვაპატიებთ და არც მომავალი თაობები გვაპატიებენ! მხარი მხარს, ხელი ხელს – დავდგეთ ერთად და გავიდეთ სამშვიდობოს!
ბოროტების იმპერიასთან ბრძოლაში წინა ხაზზეა დღეს უკრაინა! იქ არიან ჩვენი გმირი მეომრები საქართველოდან – ბიჭები და გოგოები! მადლობა, დიდება მათ და გამარჯვებით დაბრუნდნენ თავის სამშობლოში!
მთელი ცივილზებული სამყარო უკრაინის გვერდით არის, განსაკუთრებით ამ დღეებში!
გუშინ 1 წელი შესრულად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან! გუშინ კიევში იყო პოლონეთის პრემიერი თადეუშ მორავეცკი! გუშინვე დაიდო პირველი კადრები და ფოტოები – გერმანული ლეოპარდ2 ები უკვე უკრაინაშია! მაგარია, რომ ყველა ზრდის რაოდენობას ლეოპარდების უკრაინისთვის გადმოსაცემ როადენობას! გუშინ კანადამ და შვედეთმა გამოაცხადეს, მანამდე თვას გერმანიამაც, რომ გაიზრდება ეს როდენობები! ყველაფერი მზადდება დიდი შეტევისთვის ამ გაზაფხულზე!
აშშ-მ 2 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა უკრაინისთვის! რაკეტები, ჭურვები, ჯაველინები, დრონები და კიდევ უამრავი რამ! გარდა ამისა, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ში წვრთნას გადის რამდენიმე ბრიგადა. ამერიკის გარდა, დიდ ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში ემზადებიან უკრაინელი სამხედროები დიდი გამარჯვებების გადამწყვეტი ბრძოლებისთვის!
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ ძალიან მაგარი პრესკონფერენცია გამართა საერთაშორისო და უკრაინულ მედიასთან!
მთავარი მოთხოვნა უცვლელია – უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს რუსეთის საოკუპაციო ძალები, შეწყვიტოს უკრაინის დაბომბვა, მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა და ინფრასტრუქტურის განადგურება და მერე შეიძლება მოლაპარაკებებზე საუბარი!
ჩინეთთან დაკავშირებით ზელემ აღნიშნა, რომ რაც პეკინმა ჩამოაყალიბა, არის უფრო საკუთარი მოსაზრებები ომთან დაკავშირებით, ვიდრე სამშვიდობო გეგმა და ამ მოსაზრებებში ზელე მიესალმება, რომ ჩინეთი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას!
მოლაპარაკებებს განსაზღვრავს ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მიდის ომი! პრესკონფერენციამდე ზელენსკი ესაუბრა ერდოღანს, რომელიც პუტინსაც ელაპარაკა! ზელენსკი კერ ვერ ხედავს თურქეთის მედიააციით რაიმე მოლაპარაკების შანსებს!
უკრაინა მზადაა დაიწყოს უკრაინელი პილოტების წვრთნა ამერიკულ ფ-16 ებზე!
ევროკავშირმა შეათანხმა სანქციების 10-ე პაკეტი, რომელიც მანამდე მიღებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას შეზღუდავს;
ახალი სანქციები შემოიღო აშშ-მაც! ზელენსკი გუშინ დიდი შვიდეულის ლიდერებსაც შეხვდა ვირტუალურად!
მოკლედ, დიპლომატიურ ფრონტზე წარმატებული ბრძოლა გრძელდება!
ფრონტის ხაზზეც მაგრად დგანან ჩვენები!
უჰლედარაი შეიძლება განახლდეს მასირებული შეტევა! ასევე მაგრად შემოუტიეს მარიინკას (ბრძოლები დასახლების პერიმიტრის შიგნით მიდის, მაგრამ ვერაფერს ახერებენ ვაგნერელები და იხოცებიან ასობით ყოველ დღე) და ავდეევკას (ნეველსკოე და პერვომაისკოე არის დიდ ბრძოლებში);
ბახმუტის სამხრეთში მიდის ბრძოლები; ბახმუტის ცენტრალურ ნაწილში პოზიციური ბრძოლებია, ხოლო ყველაზე ინტენსიური ბრძოლები ბახმუტის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებშია!
ბერხოვკაში შევიდა ვაგნერი და ახლა იაჰიდნესთან მიდის დიდი ბრძოლები;
გააქტიურებული კრემინნა სვატოვოს მიმართულებაც!
სულ ცოტაც და დაეცემა ურდოს შეტევების ტემპიც და გატყდება ურდო ფიზიკურადაც და მორალურადაც!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
✊🇺🇦🇬🇪🇺🇸🇬🇧🇵🇱🇩🇪🇪🇺🇨🇦✊”

