aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს – კასიანოვი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა რუსეთ-უკრაინის ომსა და მასთა დაკავშირებით საქართველოს მიმართებაზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობას.

„დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არა მხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. ეს გვაძლევს უპრეცედენტო, შეუდრეკელ დახმარებას, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა რესურსების მოწოდებით, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების პაკეტებით[…]

უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენ ქვეყნებს და ეს არის ის, თუ რატომ იღებენ ჩვენი ქვეყნები ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საერთო პოზიციას იმისთვის, რომ დაძლიონ რუსეთის პოზიცია, რათა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ. უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ჯარისკაცების გვერდით და აქტიურად იცავენ ქვეყანას“ , – აღნიშნა კასიანოვმა „მთავარ არხთან“ ჩართვისას.

იტვირთბა....