აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს გამოძიების შედეგებს დაელოდონ. კელიმ ეს განცხადება საინფორმაცია სააგენტო Front News-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
„როდესაც მე შევიტყვე ამ საშინელი თავდასხმის შესახებ შოკირებული დავრჩი, პირველი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვიფიქრე და როგორც ვიცი მისი ჭრილობები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, რის გამოც ყველა მოხარულები ვართ.
“მე ვიცნობ ალექსს, ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, არის ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დიდი დამცველი. იმედი მაქვს, რომ ჩატარდება სრულყოფილი გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამ დანაშაულზე პასუხისგებაში მიეცემა. მოვუწოდებ ყველას შეინარჩუნონ სიმშვიდე და მივცეთ გამოძიებას მუსაობის საშუალება,“-აცხადებს იან კელი.
შეგახსენებთ, თავდასხმა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერზე გუშინ საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს.