ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჯონ კერი შესაძლოა საქართველოს ეწვიოს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინ სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ 2017 ფისკალური წლის საგარეო ურთიერთობათა ბიუჯეტი წარადგინა და კონგრესმენებს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსების პროექტი გააცნო.

მოსმენისას საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ტედ პომ (რ-ტეხასი) აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კითხა საქართველოსა და უკრაინის თაობაზე. პომ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპირებას და სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, აპირებს თუ არა იგი 2016 წელს საქართველოში ჩასვლას. ჯონ კერიმ კონგრესმენს დაუდასტურა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპირება და აღნიშნა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ჩასვლას იმედოვნებს.

წყარო: „ამერიკის ხმა“

იტვირთბა....