ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს, მნიშვნელოვანია, ეს შეცდომა გამოსწორდეს – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკიტხს გამოხმაურა.

მისი თქმით, ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, რცა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრა და ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თუკი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, ევროკავშირს არ ჰქონდეს არცერთი არგუმენტი, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს. მის პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც იმედი გვაქვს, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....