თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგური “ვარკეთილი”, ერთ-ერთი დაზიანების გამო, მგზავრთა მიღებას დროებით წყვეტს.
უწყების ცნობით, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან “ვარკეთილისკენ”.
“მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას.
მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, – წერს სატრანსპორტო კომპანია.