ასტროლოგი მიშა ცაგარელი ასახელებს ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც იდეალურად უკავშირდებიან ერთმანეთს, როგორც კარიერულ, ასევე პირად ურთიერთობებშიც:
ცეცხლის და ჰაერის სტიქია ერთმანეთს კარგად ეწყობა. ცეცხლის სტიქიას წარმოადგენენ: ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. ისინი ერთმანეთთანაც კარგად ურთიერთობენ. და ასევე ეწყობიან ჰაერის სტიქიას, რომლის წარმომადგენლები არიან: ტყუპები, სასწორი და მერწყული. შესაბამსიად, ეს სამი ნიშანიც კარგად ურთიერთობს ერთმანეთთან. ამ ექვს ნიშანს შორის ბევრი მსგავსებაა.
რაც შეეხება მიწის სტიქიას, რომელთა წარმომადგენლები არიან: თხის რქა, ქალწული და კურო-მათ შორის გადასარავი ურთიერთობა ყალიბდება, რადგან სამივე შრომისმოყვარე, პრაგმატული, ფინანსურად გენიოსი ნიშნებია.
მიწის სტიქია კარგად უგებს წყლის სტიქიას, ანუ: თევზებს, კირჩხიბს, მორიელს.
მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ზოდიაქოს თითოეული ნიშანი მს შემდეგ მეოთხე ნიშანს კარგად უგებს. მაგალითად ვერძი კარგად უგებს ლომს და ა.შ.
მომზადებულია ტელეკომპანია “მაესტროს” სიუჟეტის მიხედვით.