About us ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბოლო ერთ დღეში ოკუპანტებმა უკრაინის 8 ოლქი დაბომბეს – არიან დაღუპულები

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის 8 ოლქი: დონეცკი, ხერსონი, ხარკოვი, სუმი, მიკოლაივი, ჩერნიჰივი, ზაპოროჟიე და ლუჰანსკი დაბომბეს – ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მთავრობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა ექვსი. აქედან ერთი სამოქალაქო პირი შეეწირა რუსულ თავდასხმას ქალაქ სტავკიში, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, რეგიონში რუსებმა 15 დასახლება დაბომბეს.

17 დასახლება დაიბომბა ხარკოვის ოლქში, რის შედეგადაც განადგურდა ექვსი საცხოვრებელი სახლი, პავილიონები, სამოქალაქო ინდუსტრიის ობიექტები და საზოგადოებრივი ცენტრი.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიბომბა ზაპოროჟიეს 18 დასახლებაშიც. საცხოვრებელი სახლები დაზიანდა მიკოლაევში მომხდარი თავდასხმისასაც.

იტვირთბა....