საზოგადოება

ექიმი: როგორ მოვამზადოთ მარტივად თმის ნიღაბი სახლში

როგორც სახის კანს, ასევე თმას სჭირდება დატენიანება. თავის მოვლის საშუალებების ძვირადღირებული ეფექტის მიღება სახლის პირობებშიც შეიძლება.

ნიღაბი მშრალი თმისთვის:

ერთი კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი კონიაკი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი თალგამის (ან ზეითუნის ზეთი). თალგამის ზეთი აფთიაქებშიც იყიდება.

ეს რაოდენობა ავურიოთ ერთმანეთში, დავასველოთ თმა და შევიზილოთ მასში. დავიფაროთ ცელოფანი და გავიჩეროთ ორი საათი.

ყველა ნიღაბს, რომელსაც კვერცხი აქვს, ნელ-თბილი წყალი სჭირდება, რომ არ შეიკრას. ამიტომ თავიდან ნელ-თბილი წყლით ვიბანთ, შემდეგ ჩვეულებრივად ცხელი წყლით და შამპუნით. კვერცხის სუნს კონიაკი ანეიტრალებს. ამის გარდა, ამ ნიღაბს შეგვიძლია, რომელიმე არომატული ზეთი გავუკეთოთ რამდენიმე  წვეთი, – ვარდის, ლავანდის ან ნუშის ზეთის რამდენიმე წვეთი.

ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის:

ეს ნიღაბი ძალიან ცნობილია სლავურ ხალხურ მედიცინაში. ჭვავის ან შავ პურს ვიღებთ (რაოდენობა თმის სიგრძის მიხედვით) , ვაქუცმაცებთ, შემდეგ ვასხამთ თბილ რძეს ისე, რომ დაიფაროს. დავამატოთ კვერცხის გული. მიღებული მასა შევიზილოთ თმის ძირებში, დავიტოვოთ ნახევარი საათი და შემდეგ ჩამოვიბანოთ. ასევე შესაძლებელია ეს ნიღაბი კვერცხის გარეშე დავამზადოთ.

ორივე ნიღაბი გამოვიყენოთ კვირაში ორჯერ.

მომზადებულია ტელეკომპანია “მაესტროს” სიუჟეტის მიხედვით.

იტვირთბა....