aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის პოლიციის უფროსი დეტექტივი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტზე ბათუმში პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების უფროს დეტექტივს, გიორგი აბდუშელიძეს, პროკურატურა განზრახ უკანონო დაკავებას ედავება ძალადობით, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ინფორმაციას გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს.

შემთხვევა 2023 წლის 2 იანვარს ბათუმში, თბილისის მოედანზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიციელმა უკანონოდ დააკავა მოქალაქე და იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ხელიც კი დაარტყა.

გამოცემის ინფორმაციით, 10 თებერვალს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პოლიციელი 20 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პოლიციელი აღკვეთი ღონისძიების ფარგლებში ასევე დატოვებს თანამდებობას.

სასჯელის თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, ანდა თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით, ან უამისოდ.

იტვირთბა....