ახალი ამბები საზოგადოება

ავარია ასპინძა-ახალციხის გზაზე

ასპინძა-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ე.წ “ციმბირის მოსახვევთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – “ტოიოტას” მარკის მანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

“მოუცურდა მანქანა და გადავარდა გზიდან, როგორც ვიცით არავინ დაშავებულა“,- უთხრა თვითმხილველმა სამხრეთის კარიბჭეს”.

ფაქტზე გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

იტვირთბა....