“ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ ენმ-ის ოფისში მივიდა.
“ბრაზზე ზედმეტია ლაპარაკი, როგორ შეიძლება, ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება. ჩრდილოვანი მმართველობის, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის, სასამართლო სისტემა და სასამართლო ხელისუფლება აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არათუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი. ამიტომ, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარფეობა კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან ის იმედი, რაც არსბობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი “ქართულ ოცნებას”, რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალურია…
ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია მაქსიმალურად, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური ჯგუფების… “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან რაც ჩვენ თავს მოხდა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ ვყოფლიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა და ჩვენ მოგვეხდინა კონსოლიდაცია სხვადასხვა ძალების…”, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.