ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთს ჯო ბაიდენი ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პოლონეთს ეწვევა – განაცხადა 4 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

“ჩვენ უკვე დარწმუნებით ვიცით, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დადებითად უპასუხებს პრეზიდენტ დუდას მოწვევას და პოლონეთში ჩამოვა” – განაცხადა მარჩინ პშიდაჩმა საზოგადოებრივი ტელევიზიით. “ამერიკის მხარესთან შევთანხმდით, რომ ვიზიტის თარიღს შესაბამის დროს გამოვაცხადებთ – თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს მალე იქნება” – დასძინა მან.

ავიაბილეთები
იტვირთბა....