ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამ წუთებში “ფორმულას” გათავისუფლებული ოპერატორები საგანგებო მიმართვას ავრცელებენ

ერთ-ერთი წარმომადგენელი ფორმულას ოპერატორებიდან სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და წერს:
“საინფორმაციო სამსახურის ოცდარვა ოპერატორს გვქონდა სურვილი – გაუმჯობესებულიყო ჩვენი შრომითი პირობები – მოგვმატებოდა ხელფასი. ამ თხოვნით მივმართეთ კომპანიის დირექტორს, თუმცა პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მივიღეთ დამამცირებელი დამოკიდებულება და კატეგორიული უარი, პირობების გაუმჯობესებაზე. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, პროტესტის ფორმად აგვერჩია გაფიცვა. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელობა წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში , რადგან არ დაზარალებულიყო ტელეკომპანიის ინტერესები. დღესაც შევთავაზეთ , წერილობით, კომპრომისული ვარიანტი, თუმცა მათი ინტერესი,როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება იყო და არა კონსესუსის მიღწევა და კრიზისის მოგვარება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩვენს კომპრომისულ შეთავაზებას საპასუხოდ გათავისიფლების ცნობა მოჰყვა. ჩვენ გავაგრძელებთ , ჩვენი უფლებებისთვის სამართლებრივ დავას- მივმართავთ სახალხო დამცველს და სასამართლოს”
იტვირთბა....