ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რადამ მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა

უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს, – ინფორმაციას საკუთარ telegram არხზე “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი, ოლენა შულიაკი ავრცელებს.

“დარეგისტრირებულია დადგენილება 8417-ის პროექტი უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსადმი, ევროპარლამენტისადმი, ევროპული საბჭოსადმი, ევროკომისიისადმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისადმი, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიმართვის შესახებ” – წერს შულიაკი

დოკუმენტს ხელი 90-მა სახალხო დეპუტატმა მოაწერა.

იტვირთბა....