ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ-მ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის

ენმ-მ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის – ამასთან დაკავშირებით განცხადება პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, დაპირებისამებრ, პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მან თავმჯდომარის რანგში მიიღო, სწორედ აღნიშნული შტაბების ორგანიზება, შექმნა და ლოჯისტიკური უზრუნველჰყოფა იქნება. ხაბეიშვილის თქმით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გასამართად, პარტიის ბიუჯეტის სახსრების სრული მობილიზაცია მოხდება.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. სწორედ ჩალაძე აიღებს პასუხისმგებლობას მათ დაკომპლექტებაზე და მუშაობის გააქტიურებაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში ერთვება, ექიმი ლევან მეტრეველია. მისი თქმით, გეგმავს უფრო ფართოდ და ნათლად დაანახოს თავის კოლეგებს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

იტვირთბა....