დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასი“ იმ უბნების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ:
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ონიაშვილის, კანდელაკის, ქავთარაძის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გამსახურდიას გამზირის I და II კვარტლების, საბურთალოს, ბროლოსანის, ხვიჩიას, ვახტანგ ჭაბუკიანის, შორსის და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ვარდის მოედნის, კონსტანტინე ერისთავის, შალვა მშველიძის, ალადაშვილის, ხეივნის და ერევნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის და ბროსეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფოცხვერაშვილის, წინამძღვრიშვილის, სურამის და ნინოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არბოს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ნაკადულის და რევაზ მამისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო“- ნათქვამია თელასის განცხადებაში.