aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში, საკრებულოს დეპუტატი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „ოპოზიციური პლატფორმა -სიცოცხლის“ წევრი დააკავა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსეთის დაზვერვაში მუშაობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სევერსკის საკრებულოს დეპუტატი რაშისტების თანამონაწილე აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბრიდან ის აგროვებდა ინფორმაციას ბახმუტის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების განლაგების შესახებ.

მათივე ცნობით, მან ასევე გადასცა ადგილობრივი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების კოორდინატები, მათ შორის ელექტროენერგიის წარმომქმნელი საწარმოების. ამ მონაცემებით, უკრაინელებმა უკრაინის ქალაქებზე მიზანმიმართული სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

სასამართლომ დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....