“სიტუაცია ძალიან მძიმეა, ტყვიის გარეშე მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის პროცესს აქვს ადგილი”- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს.
მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ყველა სპეკულაცია, ცუდად არის, არ არის ცუდად, ეს დამთავრებულია, 68 კილოა ადამიანი, ეს ერთი, მეორე მისი მკურნალი ექიმი, რომელიც არ არის ოჯახის მიერ დაქირავეული ექსპერტი ამბობს, რომ ვითარება უმძიმესია, მაგრამ ძალიან მიკვირს, რომ ოჯახს მიმართავ, რომ აჭამონ საჭმელი. მგონი, მსოფლიოში არსად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლისგან მსგავსი არაადამიანური მოპყრობა არ ხდება. მეც ექიმების ოჯახში ვარ გაზრდილი და მინდა მივმართო ექიმებს, ჩემო კარგებო, თქვენ პოლიტიკური დავალებების შესრულების გამო ნუ გგონიათ, რომ პასუხისმგებლობას აირიდებთ. პასუხისმგებელია ყველა, მოსამართლე, პროკურორი, ექიმიც, ყველა ადამიანი, ვინც ამ პროცესშია ჩართული და არ ეგონოს, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღაიბაშვილი და ირაკლი კობახიძეა პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს ხდება.
მითუმეტეს, ამას მკაფიოდ აცხადებენ დასავლელი პარტნიორებიც. ეს არ არის მხოლოდ ჩემი განცხადება, ამიტომ მივმართავ ყველას, გამოფხიზლდით, ეს არაადამიანური მოპყრობა არ უნდა გადაიზარდოს ხიბლში. ადამიანი საქართველოს პრეზიდენტი იყო და მისი გარდაცვალება პირდაპირ კავშირშია ევროინტეგრაციასთა და ევროპულ პერსპექტივასთან. აქ საუბარი არაა იმაზე, ვის მოსწონს ან არ მოსწონს კონკრეტული ადამიანი, გვაქვს თუ არა სამშობლო, გვინდა თუ არა ევროპული პერსპექტივა, ამიტომ გონს მოეგეთდა გამოდით ილოზორული სამყაროდან, რომელიც ქწრთულმა ოცნებამ შეგიქმნათ და სამი კაცი ტაშს გიკრავთ, მკვლელობა არავის არ შეგრჩებათ”- აცხადებს ვაშაძე.

