ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამომრჩეველმა გადაწყვიტა ასე და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით, ნიშნისმოგებების გარეშე – წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე ენმ-ის შიდაპარტიული არჩევნების შედეგებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„ახლა მთავარია პარტია დამშვიდდეს.

არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვის მისცა ხმა, ერთიანობა არის მთავარი. არც იმას აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა შედეგი. ამომრჩეველმა გადაწყვიტა ასე და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით, ნიშნისმოგებების გარეშე.

გამარჯვებულმა უნდა შეძლოს დამარცხებულისთვის ღირსეული პლატფორმის შექმნა პარტიის შიგნით. ამ პროცესში მე ვიქნები დამარცხებულის მხარეს.

ნიკა მელია – დიდი იმედი მაქვს შენი სწორი პოზიციის, მეც და იმ ათასობით ამომრჩეველსაც ვინც შენ მოგცა ხმა. რეალურად ეს გამარჯვება საზეიმო კი არა უდიდესი პასუხისმგებლობა არის.

ლევან ხაბეიშვილი – გილოცავ, წარმატებები, გამარჯვებები. უპირველესი რაც უნდა შეძლო არის ყველას გაერთიანება მიუხედავად იმისა, ვინ ვის მისცა ხმა. ეს გვჭირდება სწრაფად მწყობრში ჩასადგომად” “ , – წერს წითლიძე.

შეგახსენებთ, ენმ-ის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

იტვირთბა....