ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ენმ-ის შიდა არჩევნები გაყალბდა, რადგან მასში მონაწილეობდნენ ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილია და არ არიც გამორიცხული, ხმა მიეცათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

„მგონი, ყველასთვის ცხადია, რომ “ნაცმოძრაობაში” არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“. არჩევნები რომ გაყალბდა ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქ გვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს, თუ ეს შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა ხმა მისცენ, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა მისთვის სასურველ კანდიდატს. შესაბამისად, როცა იცი, რომ არჩევნები ასეა ჩატარებული, უნდა იფიქრო, რომ შემთხვევით თავმჯდომარე სხვა პარტიამ ხომ არ აირჩია. ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ მათი თავმჯდომარე არ არის არჩეული სათანადო წესით, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს, თუ ასეა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არჩეული, ხომ შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს”, – განაცხადა ხვიჩიამ.

იტვირთბა....