ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასამართლომ მამინაცვალს, რომელიც გერზე სექსუალურად ძალადობა, მისთვის ბინის წართმევაზე უარი უთხრა – PHR

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, მამინაცვალმა, რომელიც არასრულწლოვან გერზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, მის მიმართ სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, გერისთვის ქონების წართმევა გადაწყვიტა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ მამინაცვალმა სასამართლოს მიმართა და ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვა.

“2021 წელს, მამინაცვალმა გერს ბინა აჩუქა. თუმცა, მას შემდეგ რაც გერმა სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა, გერის დასჯა (ბინის წართმევა და გერის ქუჩაში დატოვება) მოისურვა. მოძალადე მოითხოვდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობას. მოძალადისთვის ცნობილი იყო ძალადობის მსხვერპლის მძიმე პოსტტრავმული მდგომარეობა და, ეკონომიკური ძალადობის გზით ამ მდგომარეობის გაუარესებასაც ისახავდა მიზნად”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

PHR ძალადობის მსხვერპლს იცავდა. მათი ცნობით, სასამართლომ მსხვერპლის პოზიცია გაიზიარა და მოძალადეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების გზით, ეკონომიკური ძალადობის განხორციელების შესაძლებლობაზე უარი უთხრა.

იტვირთბა....