ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ-მ გახარიას პარტიასთან ალიანსი დაადასტურა – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებსა და ენმ-თან ექსპრემიერ გიორი გახარიას შესაძლო კავშირზე ისაუბრა.

მისი თქმით, გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია გადადგომისთანავე დაადასტურა.

„რაც ამ პროცესმა მოგვცა, არის ის, რომ იმ შიდა პარტიული რღვევის გარდა იმ ყველაფერს, რაზეც ადრე ჩვენ ვსაუბრობდით, ამას თავადვე ადასტურებენ. მათ შორის ის ბოლო საკითხი ეხება ალიანსს გახარიას პარტიასა და ,,ნაცმოძრაობას” შორის, რაც ენმ-მ თავად დაადასტურა.

ხვდებიან, რომ ამ საკითხის სააშკარაოზე გამოტანა მათ აზიანებს, რადგან ასეთი ალიანსი ერთ რამეს აჩვენებს, თუ რა მიზეზები და მოტივაცია დგას ამ პარტიის უკან. მოტივაცია კი არის იმ ფლანგის გაძლიერება, რომელზეც დგას ენმ.

ჩვენ გვქონდა საუბარი, საიდან ფინანსდებოდა ,,ნაციონალური მოძრაობა”. ეს ახლა დასტურდება. იყო კეზერაშვილის მხრიდან დაფინანსება.

პრობლემა ენმ-სი არ არის პარტიის ხელმძღვანელში. მისი პრობლემაა ის ფუნდამენტი, რაზეც დგას. ეს ფუნდამენტია ძალადობა, ეროვნული ინტერესების უარყოფა, ტოტალური რეჟიმის დამკვიდრების მცდელობა“ , – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....