საოპერო მუსიკის ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ მოსამართლე არევაძე ელოდება სააკაშვილის გარდაცვალების ცნობას.
განაჩენიც გამზადებული აქვს,რომ უნდოდა გაეშვა სამკურნალოდ,მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოესწრო“ , – წერს ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს იყო. მოსამართლეს, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება არ მიუღია.

