ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

📷ფოტო: იულია ტიმოშენკო სკანდალში ეხვევა – ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დეპუტატმა ახალი წელი დუბაიში გაატარა

გა­მო­ცე­მა “უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და” ჟურ­ნა­ლის­ტის, მი­ხა­ილ ტკა­ჩის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ინფორმაციას ავრცელებს, რომ პარ­ტია “ბატ­კივშჩი­ნას“ ლი­დერ­მა, იუ­ლია ტი­მო­შენ­კომ ახა­ლი წლის დღე­ე­ბი დუ­ბა­ი­ში გა­ა­ტა­რა.

ტი­მო­შენ­კო ხე­ლოვ­ნურ კუნ­ძულ პალმ-ჯუ­მე­ი­რა­ზე მდე­ბა­რე ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო “კემ­პინ­სკის” ნო­მერ­ში ქმარ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბამ­დე პო­ლი­ტი­კო­სი, ქა­ლიშ­ვი­ლის ოჯახ­თან ერ­თად, დუ­ბა­ი­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

აღსანიშნავია, რომ ტიმოშენკო ძალიან ფრთხილობდა, რომ ის დუბაიში არ დაეფიქსირებინათ, თუმცა კამერებს მაინც ვერ დაემალა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად ან სხვა არა­სა­ხელ­მწი­ფო მიზ­ნით გამ­გზავ­რე­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ, – ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ 24 იან­ვარს გა­ნა­ცხა­და.

“არ­სე­ბობს უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ. ის შე­ე­ხე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა დო­ნის ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს. ეს ეხე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტებს, პრო­კუ­რო­რებს და ყვე­ლას, ვინც უნდა მუ­შა­ობ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და სა­ხელ­მწი­ფო­ში. სურთ ახლა დას­ვე­ნე­ბა – და­ის­ვე­ნე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის მიღ­მა. სა­ზღვარ­გა­რეთ და­სას­ვე­ნებ­ლად ან სხვა არა­სა­ხელ­მწი­ფო მიზ­ნით გამ­გზავ­რე­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ“, – გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

იტვირთბა....