პენიტენციურმა სამსახურმა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დაკვეთით მომზადებული დასკვნის დასკვნა უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომლითაც უწყება ამტკიცებს, რომ ცენტრი “ემპათიის” მიერ მომზადებული სასამართლო საექსპერტო დასკვნა არასანდო და მცდარია.
საქალაქო სასამართლოში მისული “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე იუსტიციის მინისტრის განცხადებას არასერიუზულს, წარმოუდგენელს და თვალებში ანცრის კიდევ ერთხელ შეყრას უწოდებს.
მისი თქმით, ცენტ “ემპათიის” და “ვივა მედის” დასკვან იდენტურია და თუ ხელისუფლება “ვივა მედის” დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს, მაშინ საერთოდ რატომ არის მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ კლინიკაში.
წარმოუდგენელია მსგავსი არასერიოზული განცხადებების სმენა იუსტიციის მი8ნისტრისგან. დასკვნა დადეს დასკვნის საფუძლეზე, როცა ადამიანი ცოცხალია და ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური სტატუსის შემოწმება და დადდგენა ისე, რომ პაციენტი არ ნახონ, ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რასაც „ოცნება“ მთელი ამ დროის განმავლობაში ახორციელებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ეს არის ჩვენი, რიგითი მოქალაქეების დაცინვა. ამის ასე ყურება, შეუძლებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უკან მიდის, ადამიანი განახევრებულია და ისინი რას გვეუბნებიან, რომ უცხოელი ექსპერტების დასკვნა უნდა დადგეს ეჭვქვეშ? ეს არის წარმოუდგენელი. ამასთან, ცენტ „ემპათიის“ დასკვნა ემთხვევა „ვივა მედის“ დასკვნას. და ამით რას გვეუბნებიან, რომ „ვივა მედი“ არასწორ დასკვანს დებს? თუ „ვივა მედი“ არასწორ დასკვნას დებს, მაშინ რატომ გვყავს პაციენტი ვივამედში? ყველაფერი ერთმანეთთან შეუსაბამოა და გუშინდელი განცხადება იუსტიციის მინისტრის არის კიდევ ერთი შეურაცხყოფა საზოგადოების. ისინი ისევ და ისევ თვალებში ნაცარს გვაყრიან“, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ახლა მთავარი კითხვაა, გახდება თუ არა სამხარეულის საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა იმის საფუძველი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მძიმე დიაგნოზებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ გასვლაზე უარი უთხრან.

