ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიღო.
მასში საქართველოზეცაა საუბარი.
ევროსაბჭო მოუწოებს საქართველოს, შეასრულოს EU-ს მიერ გაცემული 12 რეკომენდაცია.
„ამ მხრივ, იგი კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმებზე და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობაზე რეფორმებში, რომლებიც საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს საფუძვლიანი, სასამართლო სისტემის რეფორმების დამოუკიდებელი შეფასება მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, ქვეყანაში ჭეშმარიტი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად.
იგი ითვალისწინებს მედიასთან მიმართებაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ამ მიმართულებით.
ასამბელა მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედია გარემოში დაძაბულობის შესამცირებლად”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.