გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.
მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერაა.
სანქციები შეეხება „ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, რომლებიც გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის და შეუძლია გააძლიეროს ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი;ნავთობის, ნახშირის, ფოლადის ნაწარმსა და ოქროს;სავაჭრო შეზღუდვები ფუფუნების საქონელზე, ინვესტიციებზე და გარკვეული სერვისების მიწოდებაზე;ზომები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიაციაზე და ენერგეტიკის სექტორზე, ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყაროებზე.შემოთავაზებული ღონისძიებების დამტკიცება მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას“ , – განაცხადა მედიამ.

