aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა? – გიული ალასანია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძალიან სასიამოვნოა თუ ასეა, კარგია, -ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ექთანი 24- საათის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის პალატაშია და ექთნის მიერ გონების კარგვის ეპიზოდი არ ფიქსირდება.

ყოფილი პრეზიდენტის დედას უკვირს, თუ „როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვას, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?!”

„ძალიან სასიამოვნოა თუ ასეა, კარგია. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ გონება დაკარგა. რას ნიშნავს ექიმებს არ სჯერათ? ბადრაგებმა ამიყვანესო და იმ ბადრაგებს ჰკითხონ. ექთანი არის, რომელიც დერეფნის იქეთ ზის, პალატაში არავინ არ იმყოფება. ბადრაგები კარებთან არიან, მერე დერეფანი უნდა გაიარონ და დერეფნის იქით ზის ექთანი, თუმცა ეს რომ დაუძახებს ხმამაღლა იმ ექთანს ესმის. [გონების დაკარგვას] როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?! ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?! აბა, მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება”, – განაცხადა გიული ალასანიამ

იტვირთბა....