ჯანდაცვა

დაფნის ეფექტური ნაყენი: დაუჯერებელი რეცეპტი წონაში დასაკლებად

ამ მცენარეზე ბევრი რამ გვსმენია. დაფნის ფოთლების გვირგვინს მეფეებსა და დედოფლებს ადგამდნენ, ხოლო მისი ზეთით ადამიანებს კურნავდნენ. დღეს ამ მცენარის ფოთლებს ანტისეპტიკური დანიშნულება აქვს და ასევე, აქტიურად გამოიყენება ის კულინარიაში.
თუმცა, გარდა ამისა, დაფნის ფოთოლი ზედმეტ წონასაც ებრძვის.

დაფნის ფოთლის ნაყენი გასახდომად:

სამი დაფნის ფოთოლი ჩადეთ საშუალო ზომის ქვაბში, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე, ადუღეთ 5 წუთი და გადმოდგით ქურიდან. შემდეგ გადაასხით ნაყენი თერმოსში, რომ ორთქლში კიდევ გაჩერდეს. ფოთლები არ ამოიღოთ, მინიმუმ 4 საათი გააჩერეთ ასე.

ამის შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და ჭამამდე 10 წუთით ადრე მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი. ასე გააგრძელეთ მხოლოდ სამი დღე.

დაფნის ფოთლისა და დარიჩინის ნახარში

ერთ ლიტრ ადუღებულ წყალში ჩააგდეთ დარიჩინის ჩხირი და დაფნის 5 ფოთოლი. ყველაფერი ეს ხარშეთ 15 წუთი, შემდეგ ქვაბი შეფუთეთ და გააჩერეთ იქამდე, სანამ ნაყენი სრულიად არ გაცივდება. რეკომენდებულია ჭიქის სამი მეოთხედი ნაყენის მიღება უზმოზე სამი დღის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ამ პერიოდში უნდა იკვებოთ ზომიერად, თორემ მხოლოდ ნაყენის მიღება შედეგს ვერ გამოიღებს.

 

წყარო: marao.ge

იტვირთბა....