aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თორნიკე ნანობაშვილის ბურუსით მოცული სიკვდილი: “გამოძიება საქმის მასალებს არ გვაცნობს, არც დაზარალებულის სტატუსი გვაქვს” – გიორგი ფხალაძე “მეტრონომთან” ალაპარაკდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

9 იანვარას აქტივისტ თორნიკე ნანობაშვილის ცხედარი მისსავე ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ექსპერტიზის პასუხი კი ოჯახს არ აქვს, რადგან გარდაცვლილის მშობლები პროკურატურამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, დაზარალებულად არ ცნო. შესაბამისად, უცნობია საქმის მსვლელობის დეტალებიც.

თორნიკეს დეიდაშვილი, გიორგი ფხალაძე “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ აქტივისტის გარდაცვალების ღამეს მასთან სახლში ორი პირი იმყოფებოდა, რომლებიც სრულიად უცხონი არიან დაღუპულის სამეგობრო და სანათესაო წრისთვის. მეგობრები მის კვალზე თორნიკეს ტელეფონის მიმოწერებით გავიდნენ და მოიპოვეს აღიარება, სადაც ის ყველაფერს ადასტურებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ჩვენება გამოძებასაც მისცა, თუმცა უცნობია, რატომ არ იძიებენ იმ ტრაგიკულ ღამეს მომხდარს უფრო დეტალურად:

“მინიმუმ ორი ადამიანი იმყოფებოდა იმ ღამეს თორნიკესთან. ღამის ორ საათზე წამოვედითო ჩვენ – ასე ამბობენ ჩვენებაში. ჩვენება არ გვინახავს, თუმცა გამოძიებამ ეს დეტალი გაგვიმხილა.

თორნიკეს სამეგობრო ამ ადამიანებს არ იცნობს. არ ვიცით, რეალურად რას საქმიანობენ ეს ადამიანები. ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილით იყვნენ მისულები თორნიკესთან. თავადაც არ უარყოფენ, რომ იყვნენ იქ. თორნიკეს ტელეფონში ვნახეთ შეტყობინებები, რითიც ვადასტურებთ, რომ იყვნენ მასთან. “ფეისბუკზე” ლოკაციაც ჰქონდა თორნიკეს ჩაგდებული და წერდა მოდითო. რა მოხდა იქ, არ ვიცით, არც იმის შსახებ გვაქვს ინფორმაცია, თორნიკეს გარდაცვალების დროს იქ იმყოფებოდნენ თუ არა. ჩვენი ვარაუდით, თორნიკეს გარდაცვალების დროსაც იქ იყვნენ და როდესაც ცუდად გახდა მიატოვეს.

დამოუკიდებელ ექსპერტს ვერ ავიყვანთ, ექსპერტიზა ვეღარ ჩატარდება, რადგან ცხედარი უკვე დამარხულია. მაშინ ექსგუმაცია უნდა გავაკეთოთ. სამხარაულმა გაუკეთა ექსპერტიზა, ძალიან სწრაფად მორჩნენ, დაახლოებით, ორი საათი დასჭირდა.

ექსპერტიზის პასუხს ვერ ვითხოვთ, რადგან დაზარალებულად ცნობილი არ ვართ. თუ გვცნეს დაზარალებულად, მაშინ გვექნება მასალებთან წვდომა. პროკურორმა უნდა ცნოს ოჯახი დაზარალებულად, თუმცა პროკურორს მსგავსი ნება არ გამოუხატავს. ჩვენ განცხადება უკვე დავწერეთ და 9 იანვრიდან ველოდებით პასუხს, რომ გავიგოთ დეტალები, რა ვერსიაზე მუშაობენ, რა მასალები ამოიღეს.

გამოძიება ამ პირს ხელს აფარებდა, გვითხრა რომ პატიოსანი ბიჭია და თავად გამოცხადდა და თავისი ნებით მოგვცა ჩვენებაო.

ჩვენ გვაქვს ამ ბიჭის აღიარებითი ჩვენება, თორნიკეს მეგობრებმა ჩაიწერეს მისი კომენტარი” – აცხადებს გიორგი ფხალაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ თორნიკე ნანობაშვილმა პოლიცია ძალადობაში დაადანაშაულა. როგორც მან ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი ჟურნალისტებთან განაცხადა, სამართალდამცველებმა კანონის დარღვევით დააკავეს, ზარის განხორციელების უფლება არ მისცეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

იტვირთბა....