ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკან დახევას არ ვაპირებ, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურად გამოვიხსნი – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„მე პირადად, რაც შემიძლია დავპირდე ამომრჩეველს არის ის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ და ჩემი პარტიის თავმჯდომარეობასაც ვუყურებ დროებით მოვლენად, სანამ მიშა სააკაშვილი არის პატიმრობაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე, „ფიზიკურად გამოიხსნით, თუ საჭირო გახდება და შევარდებით?“ – ხაბეიშვილმა დადებითი პასუხი გასცა.

„თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, ხო! თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, მე, ლევან ხაბეიშვილი არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში, რადგან რუსული რეჟიმის პირობებში სხვანაირად არ გამოვა“, – განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში.

იტვირთბა....

სხვა ამბები

თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია – პარტიის შიდა არჩევნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკა მელია საგანგებო მიმართვას ავრცელებს

ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე

სოფელ ატენში მანქანა ადგილობრივის სახლში შევარდა – დაშავდა 4 ადამიანი

სტაჟიორი

“უნდა დავდგე ქუჩაში ტრანსპარანტით – ნუ მომიკლავთ შვილს” – მიხეილ სააკაშვილის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

გორში სილამაზის სალონი გაქურდეს

აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა – არიან დაშავებულები