ფრაქცია „სამოპომოშჩი“ ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.
უკრაინის ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ფრაქციის ლიდერის მოადგილე იგორ საბალევი იტყობინება. ორგანიზაციამ ქვეყნის ხელმძღვანელის სამ კანდიდატურას შორის მიხეილ სააკაშვილიც წარმოადგინა.
„ფრაქციაში პრეზიდენტისთვის, „სახალხო ფრონტისთვის“, ასევე სხვა კოლეგებისთვის წარსადგენად სამი კანდიდატურა განვიხილეთ. ამ კანდიდატებიდან აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი ერთადერთი უკრაინის მოქალაქეა, დანარჩენები კი უკრაინის მოქალაქეები არ არიან“ – განაცხადა საბალევმა.
ამ მოვლენებამდე ერთი დღით ადრე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მთავარი სავარძელი არ შეესაბამება მის ამბიციებს და რომ ის იბრძოლებს ახალი თამაშის წესებით, ასევე, მოიზიდავს უკრაინის ახალი თაობის პოლიტიკურ ელიტას.
უკრაინული პოლიტიკის კულუარებში საუბრობენ, რომ სააკაშვილი მათთვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისაღები კანდიდატურაა და მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მოქმედ პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს. გავრცელებული ხმები, იმის შესახებ, რომ სააკაშვილს შეუძლია იაცენიუკის პოსტი დაიკავოს დაიწყო მას შემდეგ, რაც მასსა და სააკაშვილს შორის ღია კონფლიქტი გამწვავდა. ოდესის გუბერნატორმა პრემიერი „უღირს და პროვოკაციულ“ ქცევაში დაადანაშაულა, ამ უკანასკნელმა კი პრემიერს „გასტროლიორი“ უწოდა.