საერთაშორისო ავიაციის სააგენტო ახალი წესების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
კერძოდ, საათები, კომიუტერები და მობილური ტელეფონები, რომლებიც ლითიუმ-იონური ელემენტებს შეიცავენ, თვითმფირნავებში აღარ დაიშვებიან. ლითიუმის შემცველი ნივთების აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად ხანძრის გაჩენის საფრთხის თავიდან აცილება და თვითმფრინავებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება სახელდება. ახალი წესები ძალაში 1 აპრილიდან შევა და ის სამოქალაქო თვთმფრინავებს შეეხებათ, ხოლო სატვირთო თვითმფრინავებზე შეზღუდვა არ გავრცელდება.
აკრძალვა ICAO-ს წევრ ყველა ქვეყანას შეეხება.
საქართველოს ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ ახალი წესების შესახებ ინფორმაცია ICAO-სგან წერილობით მიიღეს. დამატებით განმარტებებს, თუ რა ნივთებს შეეხება აკრძალვა, სააგენტო უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
businesscontact.ge