ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირველი ქმარი ციხიდან ახლახანს გამოვიდა: ახალი დეტალი ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაზე

ფონიჭალაში სასტიკად მოკლული ნინა რომანაძის მეუღლის, ოთარ მამფორიასთვის უცნობია მომხდარის დეტალები. იგი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ვერანაირ ვერსიას ვერ განიხილავს. თუმცა, ირკვევა კიდევ ახალი დეტალი, რომელიც დაღუპული ქალის პირად ცხოვრებას უკავშირდება. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მისი პირველი ქმარი სულ ახლახანს გამოვიდა ციხიდან.

არ არის გამორიცხული შსს დაინტერესდეს ამ ფაქტით და მოხდეს მისი დაკითხვაც.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დღის 12 საათზე 35 წლის ქალს ყელი გამოჭრეს, ხოლო 3 წლის გოგონა დაწვეს. შემთხვევას უფროსი შვილი, 8 წლის ბიჭი გადაურჩა, რომელიც სკოლაში იყო. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მუშაობს.

იტვირთბა....