ბენდელიანის ქუჩაზე 5 ნომერში კედელი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჩამონგრეულია ორი კორპუსის გამყოფი კედლის ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ეზოში მდგარი მანქანები. ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივების ცნობით, იქ იმყოფებიან მერიის წარმომადგენლებიც.
წყარო -მთავარი არხი

