საგარეჯოში 20 იანვრის ღამით უმძიმესი ტრაგედია მოხდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
მომხდარი ტრაგედიის შედეგად მოკლული ბიჭები არიან: ნოდო რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და დათო ნასრაძე.
მეზობლები კომენტარს აკეთებენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და გამორიცხავენ, რომ ნოდარ ათუაშვილს კონფლიქტი ჰქონდა ერთ-ერთ გარდაცვლილთან.
როგორც ნობილია, საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსში” ამ დროისათვის მკურნალობას 3 დაჭრილი განაგრძობს.
როგორც კლინიკაში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, 24 წლის ახალგაზრდა კაცი მიღებული დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, სტაბილურად მძიმე რჩება, მაგრამ ძირითადი მაჩვენებელი ნორმასთან ახლოსაა და მისი სიცოცხლე შენარჩუნებელია. მისი მდგომარეობა განსაკუთრებულ რეჟიმშია აყვანილი ექმიების მხრიდან. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციაშია მოთავსებული.
ამასთან, მკურნალობა უგრძელდება კიდევ 2 პაციენტს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდათ მიყენებული ქვედა კიდურებზე. მათ გაუკეთდათ ოპერაციული ჩარევა და ამ ეტაპზე მკურნალობას სტაციონარულ რეჟიმში გადიან. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

