ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვიკილიქსის” სკანდალური განცხადება

“ვიკილიქსი” ახალ სკანდალურ მასალებს აქვეყნებს. ინტერნეტ-პორტალი ირწმუნება, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერთა სატელეფონო საუბრებს უსმენდა.
სააგენტოს სამიზნე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი, იტალიის ექს-პრემიერი სილვიო ბერლუსკონი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იყვნენ.
“ვიკილიქსის” მტკიცებით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ასევე უსმენდა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის საუბარს, შედეგად გაირკვა, რომ ისრაელის პრემიერი ყოფილ კოლეგას ბარაკ ობამასთან ურთიერთობის დარეგულირებაში დახმარებას სთხოვდა.

იტვირთბა....