ომის ვეტერანი, უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ჯამბულატ ხოფერიას მამ, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„ებრძოლე დემონს რომელიც აუცილებლად ჩაგისახლდება სულში…
ჩემი პირველი ოცეულიდან ორმა თავი მოიკლა ..ერთმა ოთხი კაცი მოკლა.. რამდენიმეს გული გაუსკდა ძალიან მალე..
ესაა სამშობლოს მსახურების საზღაური და ხშირად უკან დარჩენილი ხალხის დამოკიდებულების შედეგი სამწუხაროდ“ , – წერს ხოფერია.

