ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე პენიტენციურის მიერ წარდგენილ ოქმში აღნიშნავს, რომ გუშინ ღამით გონება დაკარგა, ახლაც ძალიან სუსტადაა და დღეს საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურადაც ვერ შეძლებს ჩართვას.

„ჩართვასაც ვერ შევძლებ, გუშინ ღამე გონება დავკარგე, დავეცი, ძალიან სუსტად ვარ”, – წერს ოქმში სააკაშვილი.

ცნობისთვის, სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას განიხილავს. პროცესზე “ემპათიას” ექსპერტებს კითხავენ.

იტვირთბა....