უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს:
“ჭეშმარიტი ლიდერობა არ გულისხმობს სხვების მიბაძვას, არამედ – სხვებისთვის მაგალითის მიცემას. არ არსებობს არანაირი ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები ომის დასრულებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. დროა, პუტინის წინაშე კანკალი შეწყვიტოთ და საბოლოო ნაბიჯი გადადგათ”, – წერს პოდოლიაკი.