ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი სტადიონის მიმდებარე შენობებს უკიდია

ხანძარია ახალციხის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. უფუნქციოდ დარჩენილ შენობებს, რომლებიც სააქციო საზოგადოება „ახალციხეტრანსს“ ეკუთვნის, ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი სახანძრო ავტომობილია მობილიზებული.

იტვირთბა....