ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პილოტი ცოლ-ქმარი, რომელიც 16 წლიანი შუალედით ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ

პილოტმა, რომელიც ნეპალში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს მართავდა, ქმარი 16 წლის წინ ავიაკატასტროფაში დაკარგა.

საავიაციო კომპანია Yeti Airlines-ის პილოტი, ანჯუ ხატიავადა ორი პილოტიდან ერთ-ერთია, რომელიც 15 იანვარს ტურისტულ ქალაქ პოხარასთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავს მართავდა.

მისი ქმარი, დიპაკ ფოხრელი ასევე Yeti Airlines-ის რეისის პილოტი იყო, როდესაც თვითმფრინავი ნეპალის ქალაქ ჯუმლაში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ცხრავე ადამიანი დაიღუპა – BBC-ი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ სწორედ ქმრის სიკვდილმა აიძულა ქალი, კარიერა ავიაციაში გაეგრძელებინა.

ქმრის დაღუპვიდან 4 წელში, ანჯუ ხატიავადა პილოტის გამოცდების ჩაბარების შემდეგ Yeti Airlines-ის ჯგუფს შეუერთდა. კომპანიის თანამშრომლების თქმით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი იყო.

“ის მიზანდასახული ქალი იყო, რომელიც საკუთარი და თავისი ქმრის ოცნებების ახდენისთვის თავდაუზოგადავად შრომობდა”. – ამბობს მისი ოჯახის წევრი BBC-სთან ინტერვიუში.

ნეპალის ავიაკატასტროფას 64 ადამიანი ემსხვერპლა.

ეს ავიაკატასტროფა ნეპალში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია. 1992 წელს Airbus A300-ის ჩამოვარდას 167 ადამიანი ემსხვერპლა.

2009 წლიდან დღემდე თვითმფრინავის ან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნეპალში, სულ მცირე, 309 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიოს 14 უმაღლესი მთიდან 8 ნეპალშია, მათ შორის ევერესტი, ამიტომ ამინდის მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება ფრენისთვის საშიში პირობები შექმნას.

ევროკავშირმა 2013 წლიდან ნეპალის ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა, მიზეზად კი უსაფრთხოება დაასახელა.

იტვირთბა....