ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადებიან – როდის აპირებს პუტინი უკრაინაში ახალი ნაკადის გაგზავნას

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) რუსეთში მობილიზაციის ახალ ტალღასთან დაკავშირებით ახალ ინფომაციას ავრცელებს.

ინსტიტუტის ცნობის მიხედვით, პუტინი აპირებს 18 იანვრიდან ახალი ნაკადის შეკრების დაწყება გამოაცხადოს.

„პუტინმა შესაძლოა გამოაცხადოს მეორე სამობილიზაციო ტალღა თავისი არმიის გაფართოების მიზნით უახლოეს დღეებში – შესაძლოა 18 იანვარს. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 17 იანვარს განაცხადა, რომ 18 იანვარს პუტინი ისტყვით გამოვა სანკტ-პეტერბურგში, საბჭოთა არმიის მიერ ლენინგრადის ნაცისტური ბლოკადის გარღვევის 80 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქი, სადაც რუსეთის პრეზიდენტი დაიბადა”, – აღნიშნავს ISW.

იტვირთბა....