ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ – სერგეი ლავროვი

ყოველწლიურ დასკვნით პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, დასაფასებელია, რომ საქართველო დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობას უწევს.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ იმყოფება საქართველო, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის ზეწოლის ქვეშ, რომელიც მოითხოვს… შეუერთდეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს. და ის ფაქტი, რომ არც ისე დიდ ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა, თქვას, რომ (ისინი) იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და მათი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია”, – აღნიშნა ლავროვმა.

იტვირთბა....