ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართველებმა აირჩიეს რუსეთი და ფული… ვაღმერთებ საქართველოს” – სტანისლავ სადალსკი წულუკიანის განცხადებაზე

რუსი მსახიობი, სტანისლავ სადალსკი საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.

„თბილისი არ აპირებს და არც აპირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რადგან მას არ სურს უკრაინის კონფლიქტში ჩართვა. ქართველებმა აირჩიეს რუსეთი და ფული და არა ევროპა და სიღარიბე. ვაღმერთებ საქართველოს” , – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 5 იანვარს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა: „საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავუწევთ სამხედრო დახმარებას დაპირისპირების ერთ-ერთი მხარეს“ .

სტანისლავ სადალსკი 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს საქართველოს უჭერდა მხარს. მას, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამო, 2011 წელს რუსულ ფილმებში გადაღება აუკრძალეს.

იტვირთბა....